Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2025- 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

თარიღი: 25/09/2025

ბრძანების N:: 951/01-04  

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი  და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,და „ პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41- ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დაიწყოს ადმინისტრაციული  წარმოება სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის /ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი  საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული  საბაკალავრო -სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის  2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  ჩათვლით  ერთსა და  იმავე  სავალდებულო  სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა,  საბაკალავრო  კვლევითი  ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით , ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5); 
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის  ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 24 ოქტომბრისა.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
7. წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის
ვადაში ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს  ადმინისტრაციულ   საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორი ჯაბა სამუშია